მილანის "ინტერის” ლეგენდა, სანდრო მაცოლა თვლის, რომ "ნერაძურის” წარმატების მიღწევა უესლი სნეიდერის გარეშეც შეუძლია და დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ახალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს.
"ვიცი, რომ სნეიდერმა ინგლისური მხარისგან შესანიშნავი შეთავაზება მიიღო და "მანჩესტერში” გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ვთვლი, რომ "ინტერისთვის” ეს პრობლემა სულაც არაა, მაშინაც კი, როცა ჰოლანდიელი ტრავმირებული იყო, "ნერაძური” კარგად გამოიყურებოდა, თანაც ერთი ფეხბურთელი არასდროს არსად არაფერს წყვეტს და მის გარეშე გუნდის სათამაშო ტაქტიკის შემუშავება საკმაოდ მარტივად შეიძლება”, – ამბობს მაცოლა.
|