ჰოლანდიელი ნახევარმცველი მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს იგი შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს.
სწორედ ამიტომ ინგლისური კლუბის მესვეურები დროულად აპირებენ ფეხბურთელის გაყიდვას.
დე იონგისთვის აქამდე მხოლოდ ინტერი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ინგლისელებთან, თუმცა როგორც გაირკვა, მილანმაც გადაწყვიტა ფეხბურთელის შეძენა.
სივლიო ბერლუსკონის კლუბმა გადაუსწრო ინტერის შეთავაზებას და 8 მილიონი ფუნტის წინადადება გაუკეთა სიტის.
ექვს დღეში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, შესაბამისად ასეთი შეთავაზებით, სწორედ როსონერი გახდება ფეხბურთელის ახალი სახლი.
27 წლის ფეხბურთელი სიტიში 2009 წელს გერმანული ჰამბურგიდან გადმობარგდა 18 მილლიონ ფუნტ სტერლინგად.
მას ძირითადში ადგილი გარეტ ბერიმ წაართვა, ახლა კი ჯეკ როდველის გადმოსვლა ევერტონიდან საერთოდ უკარგავს ჰოლანდიელს შანსებს პირველ 11 ფეხბურთელში მოხვედრის.