La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერი” ფრანგული "ლილის” მარჯვენა მცველის, მატიე დებიუშის შეძენას ცდილობს.
როგორც ცნობილია, დიდი ალბათობით, ზაფხულში, "ინტერს” მაიკონი დატოვებს და მილანელებს ბრაზილიელი მარჯვენაფლანგელის შემცვლელი სჭირდებათ. სწორედ ამისთვის დაიწყო "ნერაძურიმ” დებიუშის ტრანსფერზე ზრუნვა.
დებიუშის "ლილთან” კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბი 26 წლის ფეხბურთელის იოლად დათმობას არ აპირებს. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, "ინტერი” მზადაა საფრანგეთის ნაკრების მცველში 9 მილიონი ევრო გადაიხადოს.
|