"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და ყველა დაარწმუნა, რომ "ინტერიდან" წასვლას არ აპირებს: "მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მწვრთნელის და გუნდის განკარგულებაში ვარ. ყველაფერი წესრიგში მაქვს და ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. რთული სეზონი გველის და კარგი მომზადება წარმატების მიღწევის მთავარი წინაპირობაა."
მილიტო უკვე მუშაობდა გასპერინის გვერდით " ჯენოაში" "გასპერინი კარგი მწვრთნელია და ის ძალიან არის დაინტერესებული იმით, რომ ყველას დაუმტკიცოს, რომ მაღალი დონის სპეციალისტია. " ჯენოაში" ღირსეული სამუშაო ჩაატარა და დარწმუნებული ვარ, რომ აქაც საუკეთესო თვისებებს გამოავლენს."
ბევრს საუბრობენ, რომ " პრინცი" კლუბის შეცვლას აპირებს, ფეხბურთელმა ამაზე ასეთი კომენტაარი გააკეთა: "ეს ყველაფერი სასაცილოა, მე ათასჯერ ვთქვი,რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ. რათქმაუნდა მე " ინტერში" ვრჩები. გუნდთან კიდევ მაკავშირებს სამწლიანი კონტრაქტი და ძალიან ბედნიერი ვარ."
მთელი საფეხბურთო სამყარო ეტოოს " ანჟიში" გადასვლაზე საუბრობს: "თუკი ეს მართლაც ასე მოხდა,ჩვენთვის უდავოდ დიდი დანაკლისი იქნება. სამუელი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი მის გარეშეც ძლიერი იქნება. ამ შემთვევაში ჩვენი გუნდი სხვა ფეხბურთელით გაძლიერდება, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეხლა უნდა ვიმუშავოთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ."
მილიტომ გულშემატკივარს მიმართა: " მინდა დავარწმუნო ჩვენი გულშემატკივარი, რომ ჩვენ ისევ ძლიერები ვართ, წინ კარგი სეზონი გველის და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
|