L’Equipe–ს ინფორმაციით, მილანის "ინტერის” თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ უარი განაცხადა ფრანგულ "პსჟ”–ში გადასვლაზე.
როგორც გაირკვა სამშაბათს მილიტო "პსჟ”ს მთავარ მწვრთნელს ესაუბრა ტელეფონით და ლეონარდო ბევრს ეცადა დაეყოლიებინა ფეხბურთელი პარიზში გადაბარგებაზე.
არგენტინელმა კი ლეონარდოს უარი განუცხადა და ამის მთავარ მიზეზად გუნდიდან სამუელ ეტოოს წასვლა დაასახელა. ფეხბურთელის აზრით, ახლა "ინტერის” ნომერ პირველი თავდამსხმელი სწორედ ის გახდება.