მიუნხენის ბაიერნის შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი აცხადებს, რომ იგი მიუნხენური გრანდიდან წასვლას არ გამორიცხავს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ 22 წლის ფეხბურთელს საკმარისი სათამაშო დრო აღარ ეძლევა.
"ამჟამად მხოლოდ გერმანიის ნაკრები მანაღვლებს. ყველამ იცის, რომ ბაიერნი ყოველთვის იყო ჩემი კლუბი, ამიტომ, ამჟამად წასვლაზე არ ვფიქრობ. თუმცა, სხვა კლუბების შემოთავაზებების განხილვაც შემიძლია.
"ყველაფერს ისე ვიღებ, როგორც პროფესიონალი და ვცდილობ, გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში დავეხმარო. მიუხედავად ამისა, არ ვიქნები ბედნიერი, თუ რეგულარულად სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები. საკმაოდ ამბიციური ვარ და ამგვარ სიტუაციასთან შეგუებას არ ვაპირებ," - ამბობს მიულერი.
გავრცელებული ინფორმაციით, მიულერთან დაკავშირებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებს მილანის ინტერი, რომელიც მზად არის მიუნხენელებს კონკრეტული წინადადებით მიმართოს.
მიულერსა და ბაიერნს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის.
|