მილანის ინტერმა შეიძლება ფიორენტინას ფეხბურთელი რიკარდო მონტოლივო იყიდოს, ამ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. ნერიაძურის შეუძლია 26 წლის ფეხბურთელი როსონერის წაართვას, რომელსაც თავისმხრივ რიკარდოსთან მოლაპარაკებები ძალიან გაუგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ მონტოლივო იტალიური გამოცემების აზრით მილანში მონტოლივო ყველაზე რეალური კანდიდატია, რომელიც როსონერის აგვისტოს ბოლოს უნდა შეეძინა, თუმცა ინტერს აქვს შანსი თანაქალაქელ გუნდს გეგმები აურიოს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის რიკარდო მონტოლივოს კონტრაქტი იებთან მომავალ წელს ეწურება და ფლორენციული გუნდის მესვეურებს არ სურთ რიკარდოს უფასოდ გაშვება.
|