მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ ჰოლანდიელი პლეიმეიქერი ვესლი სნეიდერი კლუბს არ დატოვებს. მეტიც, "ნერაძური” გაძლიერებას აპირებს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიეგო ფორლანს შეიძენს.
"მალე, "ატლეტიკოსგან” დიეგო ფორლანს შევიძენთ. შემდეგ გადავწყვეტთ, საჭიროა თუ არა სხვა ახალი ფეხბურთელი. სნეიდეირი? ის "ინტერში” რჩება”, - განაცხადა მორატიმ Sky-თან ინტერვიუში.
მთელი ზაფხულის განმავლობაში სნეიდერის სახელს "მანჩესტერ სიტისა” და "მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ინტერში” 2009 წელს მადრიდის "რეალიდან” გადაბარგდა.
|