მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთ-იტალიის მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასის ურთიერთქმედება სასურველ ეფექტს არ იძლევა. დიახ ესპანეთის ნაკრების ნახევარდაცვამ დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ გუნდში გოლის გამტანი არ იყო. რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ეს გუნდი ევრო 2012-ზე შორს წავა. ესპანელებმა ვერ შეაჩერეს პირლო, ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ დე როსი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”, - თქვა მოურინიომ.