ნაპოლი მზადაა ლავესი ინტერში 31 მილიონ ევროდ გაყიდოს. დღეისთვის არგენტინელის შესყიდვის მთავარ პრეტენდენტად "ინტერი" მიიჩნევა. თუმცა მილანური კლუბი ნეაპოლელთა მოთხოვნების სრულად მიღებას არ აპირებს.
ინტერის ხელმძღვანელობას ლავესის თავდამსხმელ გორან პანდევში გაცვლა სურს, თუმცა ეს ვარიანტი "ნაპოლის" არ ხიბლავს.
ადრე ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ კლუბი ლავესის შეძენით დაინტერესებული იყო.
|