შესაძლოა, მილანის "ინტერის” მცველი დუგლას მაიკონი კარიერის გასაგრძელებლად "ნაპოლიში” გადაბარგდეს. Transfermarketweb-ის ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში გაიჩარხება, თუკი "ნერაძური” 30 წლის ბრაზილიელში ასტრონომიულ თანხას არ მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ მაიკონისადმი ინტერესს იჩენენ ლონდონის "ჩელსი”, "მანჩესტერ სიტი”, მადრიდის "რეალი”, მახაჩყალის "ანჟი” და პსჟ. ცნობისათვის, მაიკონი "ინტერში” 2006 წლიდან თამაშობს და 235 მატჩში 20 გოლიც დაუგროვდა.
|