Football Italia-ის ცნობით, ფრანგული "პსჟს" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნენე მილანის "ინტერის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.
ამავე წყაროს ცნობით, "ნერიაძურის" ფეხბურთელის გაფორმებაში ხელს ყაზანის "რუბინი" და იტალიური "რომა" შეუშლის.
გასულ სეზონში ფრანგული კლუბის თავდამხსმელმა "პსჟს" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 21 შედეგიანი დარტყმა განახორციელა.
ამასთანვე, რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, კურბან ბერდიევმა, განაცხადა, რომ ყაზანური კლუბისთვის სატრანსფერო ბაზარი უკვე დასრულდა.
|