The Guardian-ის ცნობით, ინგლისურმა "ნიუკასლმა” იტალიურ "ინტერს” ოფიციალური წინადადება გაუგზავნა, ნახევარმცველის, სალი მუნტარის შეძენის თაობაზე.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 26 წლის ფეხბურთელისგან პასუხი 48 საათის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი.
შეგახსენებთ, ინგლისურ პრემიერ-ლიგაზე მუნტარი უკვე გამოდიოდა "პორთსმუთისა” და "სანდერლენდის” შემადგენლობებში, ხოლო მილანში სათამაშოდ ის 2008 წელს გადავიდა.
|