"ატლეტიკოს" 32 წლის ფეხბურთელი დიეგო ფორლანი "ინტერში" გადავიდა. ურუგვაელმა ფორვარდმა იტალიურ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"მოხარული ვარ აქ მოსვლით, ინტერი ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია, თავის ფეხბურთელებთან ერთად." - განაცხადა დიეგომ.
"მე მინდა, რომ ვითამაშო და მოვიგო. ყველა გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ კლუბის მიზნების განსახორციელებლად." - დაასრულა ფორლანმა.
"ინტერმა" ასევე რომის "ლაციოს" ნახევარმცველი მაურო სარატე არენდით აიყვანა. 24 წლის არგენტინელში "ნერაძურიმ" 2.7 მილიონი ევრო გადაიხადა. შემდეგ ზაფხულს ''ინტერს'' სარატეს გამოსყიდვაც შეეძლება, თუმცა, ამისთვის მათ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ იტალიელებმა "დნიპორიდან" ნელსონ რივასი დაიბრუნეს. იტალიელებმა 28 წლის კოლუმბიელი 2009 წელს იჯარით გაუშვეს.