იტალიურმა "ნაპოლიმ” მილანის "ინტერისგან” გორან პანდევის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. 28 წლის მაკედონელმა ნეაპოლელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"სიხარულისგან მეცხე ცაზე ვარ. "ნაპოლიში” დარჩენა ძალიან მინდოდა, რადგან აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. იმედია, კარიერას სწორედ ამ კლუბში დავასრულებ”, - განუცხადა თავდამსხმელმა Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, პანდევი "ნაპოლიში” იჯარის წესით ასპარეზობდა. მან ნეაპოლელთა მაისური 41-ჯერ მოირგო და 7 გოლი მიითვალა.