იტალიურმა გუნდებმა, "მილანმა" და "ინტერმა" ფეხბურთელები გაცვალეს, ანტონიო კასანო "ინტერის" ფეხბურთელი გახდა, ხოლო ჯამპაოლო პაცინი - "მილანის."
"მილანის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯამპაოლო პაცინის გაფორმების შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. პაცინის შემოსავალი "მილანში" კასანოს "ინტერში" შემოსავლის, პრაქტიკულად, იდენტური იქნება - ჯამპაოლო სილვიო ბერლუსკონის გუნდისგან წელიწადში 2.8 მილიონ ევროს აიღებს. თუმცა, "მილანი" პაცინიში პლიუს 7 მლნ. ევროს გადაიხდის.
პაცინიმ "როსონერიში" სამედიცინო შემოწმება სამშაბათს გაიარა, ხოლო 22 აგვისტოს უკვე თავის ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.
|