პარმას პრეზიდენტმა ტომაზო ჯირარდიმ დაადასტურა "ინტერის" ინტერესი სებასტიან ჯიოვინკოს მიმართ.შეგახსენებთ,რომ 25 წლის ფეხბურთელი იუვენტუსსაც ეკუთვნის.
"ახლო მომავალში ჩვენ შევხვდებით "იუვენტუსის" წარმომადგენლებს.ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ,მაგრამ მალე ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯიოვინკოს მომავალზე. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს,"ინტერი" მართლაც დაინტერესებულია ჯიოვინკოთი.უნდა ვიცოდეთ,რომ საუბარი მიდის ფეხბურთელზე,რომელმაც გასულ სეზონში 15 გოლი და 15 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში,"-განაცხადა პარმის პრეზიდენტმა Sky Sport 24-თან ინტერვიუში.
|