იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ჯამპაოლო პაცინიმ "ინტერი” დატოვოს, ფეხბურთელის აგენტმა უარყო.
იტალიელ ჟურნალისტებს თუ დავუჯერებთ, პაცინი "ფიორენტინაში” ან "სამპდორიაში” დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს 27 წლის თავდამსხმელის აგენტი დავიდე ტორკი. "დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯამპაოლო შემდეგ სეზონშიც "ინტერში” ითამაშებს” – ციტირებს ტორკის სიტყვებს Football Italia. პაცინი "ინტერში” 2011 წელს, "სამპდორიადან” გადავიდა. მილანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 59 მატჩში მან 19 გოლი გაიტანა.
|