იტალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1-1) შემდეგ ჟურნალისტებს "სკუადრა აძურას” ნახევარმცველი და იტალიელთა მხრიდან გოლის ავტორი ანდრეა პირლო გაესაუბრა.
"მატჩის ბედის გადაწყვეტა პირველივე ტაიმში შეგვეძლო და ამისთვის მეორე გატანილი გოლი გვჭირდებოდა, თუმცა ძალზეც ღრმად შევტოპეთ, – საუბრობს პირლო. – ხორვატებმა საპასუხო გოლი გაგვიტანეს და ეს ჩვენი სირცხვილია. ჩვენ უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ იტალიის ნაკრებმა გამარჯვებაზე ითამაშა, ასე რომ იმედგაცრუებად არ ღირს. ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს”.