ჩეზარე პრანდელის კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული უპირატესობა ძალიან დაენანა ხორვატიის წინააღმდეგ მატჩში.
პირველ ტაიმში დომინირების შედეგად, იტალიელებმა 39-ე წუთზე დამსახურებული გოლი გაიტანეს. ანდრეა პირლომ მოხდენილი საჯარიმო დარტყმით შეძლო ანგარიშის გახსნა. თუმცა შესვენების შემდეგ ხორვატებმა თამაში გააუმჯობესეს და მარიო მანძუკიჩმა თავისი მესამე გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატზე, გუნდს კი უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.
''რა თქმა უნდა შეგვეძლო უფრო ადრე გადაგვეწყიტა ჯგუფური ეტაპის საკითხი, მაგრამ ჩვენ მხნედ ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა და უკეთესად შეიძლებოდა მათი გამოყენება." - განაცხადა პრანდელიმ.