კვირა, 22.12.2024, 22:24
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ივნისი » 7 » პრანდელი თამაშის სტილს ირჩევს
21:56
პრანდელი თამაშის სტილს ირჩევს

პიზას აეროპორტში გამოშამშვიდობებელი ცერემონიისა და კრაკოვში ჩასვლის შემდეგ, ჩეზარე პრანდელი დაპირდა ფანებს , რომ მისი გუნდი ევრო 2012-ზე დიდი ენთუზიაზმით ითამაშებს და ფანებს იმედებს არ გაუცრუებენ.


მიუხედავად იმისა, რომ სკუადრა აძურამ 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საშინლად იასპარეზა, "აძურიმ" შესაძლოა აღადგინოს მნიშვნელოვან ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობის ტრადიცია. მაშინაც კი, როდესაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები არ არიან დიდებულ ფორმაში, ხშირად აღწევენ შედეგს. თუმცა, ევროპის პირველობაზე პრანდელი აპირებს გუნდს ათამაშოს ლაღი და ლამაზი ფეხბურთი, რომელიც მათ მოუტანთ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს.

"მე არ მაქვს მიზნები, როგორიც ასეთი" - განაცხადა პრანდელიმ Casa Azzuri-ში (იტალიის საინფორმაციო ცენტრი კრაკოვში) გამართულ პრესკომფერენციაზე. -"მსურს მოედანზე გამოვიყვანო ის შემადგენლობა, რომელმაც პირველ რიგში იცის გუნდური თამაში და უკანასკნელ წუთებამდე არის დამოკიდებული მეტოქე გუნდის სიძლიერეზე. ჩვენ საკმაოდ გამოვცადეთ ტრავმები, მაგრამ გვინდა დავუბრუნდეთ იმას, რითაც საუკეთესოს ვაკეთებთ - ჩვენ გვსურს ვიყოთ გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს".
სკუადრა აძურამ" პრობლემების გარეშე გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი, აჩვენა მიმზიდველი და შემტევი ფეხბურთი, ჯგუფში პირველი ადგილი 2 ტურით ადრე გაინაღდა და პრაკტიკულად გოლი არ გაუშვა. ამის შემდეგ, პრანდელიმ დაკარგა ჯუზეპე როსი და დომენიკო კრიშიტო, ასევე ვარჯიშზე დაზიანდა ანდრეა ბარძალი , რომელის თამაშიც ევროპის ჩემპიონატზე კითხვის ნიშნის ქვეშაა. იტალიელთა მწვრთნელმა უკანასკნელ წუთებში დაადასტურა, რომ ანდრეა ბარძალის შემცვლელი დავიდე ასტორი იქნება.

უფრო მეტიც, იტალია საშინელ ფორმაში შეხვდა ამხანაგურ თამაშებს. მათ ჩემპიონატის წინ 3 თამაშიანი წაგებების სერია ჰქონდათ, რაც 26 წელია იტალიაში ეს არ მომხდარა. რუსეთთან 3:0 მარცხის შემდეგ, პრანდელი ესპანეთთან 5 მცველით თამაშზე დაფიქრდა. ამ წყობის მიხედვით, 2 ცენტრალურ მცველს შორის ადგილს დანიელე დე როსი დაიკავებს. "დე როსიმ "რომას" შემადგენლობაში უკვე ითამაშა ამ პოზიციაზე, გასული სეზონის განმავლობაში, ასე რომ არ ვაპირებ კიდევ ერთი ნომინალური მცველის დაყენებას" - ახსნა პრანდელიმ. - "ამ შემთხვევაში, სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიკავებს ადგილს".

იტალიელები პიზას აეროპორტიდან უამრავმა ფანმა გააცილა და კრაკოვში გუნდი შეხვდა ასობით ბავშვს, რომელებმაც განსაკუთრებით თბილად მიესალმნენ მარიო ბალოტელის. კრაკოვის მუნიციპალურ სტადიონზე, სადაც "სკუადრა აძურას" ვარჯიში გაიმართა მივიდა 13 000 ადამიანი. პრანდელიმ თავის მოთამაშეებსაც მოსთხოვა იგივე ენთუზიაზმი:"როდესაც რთული პერიოდი გვაქვს, ადვილია ენთუზიაზმი დავკარგოთ. მაგრამ, ჩვენ ვნახეთ თუ რამდენმა ფანმა გამოგვაცილა , ვნახეთ თუ რამდენი ფანი დაგვხვდა და რამდენი ადამიანი მოვიდა ციურიხში, ჩვენს საქომაგოდ. ამ გულშემატკივრებმა ჩვენ ვალდებულება დაგვაკისრეს".

"ჩვენი მიზანი ევროზე თამაში იყო და როდესაც ამის უფლება მივიღეთ, ძალიან კმაყოფილები ვიყავით. არავინ ელოდა ჩვენგან, თუ ასეთ დონეზე ვითამაშებდით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები ტრავმებთან დაკავშირებით და ჩვენ ვეღარ ვასპარეზობდით ჩვეულ დონეზე. გაჩნდა ეჭვი, თუ შეგვეძლო თუ არა ტურნირზე კარგათ თამაში და სერიოზული პრეტენდენტები. გულახდილად რომ ვთქვა, მე მაინტერესებს არის თუ არა ჩემი გუნდი საკმარისად კარგი, რათა რამეს მიაღწიოს ამ ჩემპიონატზე". - დაასრულა პრანდელიმ. ეს მხოლოდ მას არ აინტერესებს !
ნანახია: 598 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
1 Giuseppe-Meaca  
1
მიზერულია შანსი მაგრამ...

2 interelia  
1
პლეიფოში გავლენ და მერე რა მოხდება მართლა არ ვიცი

3 Giuseppe-Meaca  
1
იტალია მოიგებს ვსიო მანდ

4 interelia  
0
აჰა უკვე გადაწყვიტე შენ? სნეის არ მოვაგებინოთ ევროპა?

5 Giuseppe-Meaca  
0
სნეი კი მარა იტალია? :::დდდ

6 hannibal  
1
evro 2000 dan italiis gadareuli baleshiki var , magram am evros holandia igebs tavs davdeb.

ise toldom shemayvara flagitaly

7 inter  
0
ar mevaseba ra itaLIIS NAKREBI ME PIRADAT

8 interelia  
0
italias ar gavkari... arcerti intereli araa da vis vubaleshiko? bardazalis? :D

9 nerazuri  
0
italia maagri farchakia,sheidzleba jgufidanac ver gavides.... netherlands specool

10 interelia  
0
ara jgufidan gavlen imedia... flagitaly

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter