ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელები მილანის "ინტერის” მარჯვენაფლანგელის – დუგლას მაიკონის შეძენას აქტიურად ცდილობენ. Tmw-ს ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, 31 წლის ბრაზილიელი პარიზელთა უკანასკნელი ახალწვეული იქნება.
თავის მხრივ, მაიკონი "ნერაძურიდან” აბარგების წინააღმდეგი არაა. თანაც, რამდენიმე დღის წინათ, "ინტერის” თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელის დასათმობად მზად იყო, თუკი კლუბი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებდა. აქვე გეტყვით, რომ მაიკონის გადაბირება მადრიდის "რეალსაც” სურს. ცნობისათვის, გასულ სეზონში, მაიკონმა "ინტერში” 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
|