"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი "ინტერის ნახევარმცველ ვესლი სნეიდერის შეძენას ბოლოჯერ ეცდება.
ეს ნაბიჯი ინგლისურმა კლუბმა მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა რომ სნეიდერი "ნერაძურის" ვარჯიშებში პირადი მიზეზების გამო არ მონაწილეობს.
ადრე მანჩესტერელებმა 27 წლის სნეიდერთან "ოლდ ტრაფორდული" ხელფასის თაობაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს. ფეხბურთელი კვირაში 200 ათას ევროს ითხოვდა, რაც "მანჩესტერელთა" ხელმძღვანელობას არ აწყობს.
|