ჯერ კიდევ მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მალე იგი ინტერის მაისურს მოირგებს.
"მე უკვე ველაპარაკე ინტერში ჩემს მეგობრებს ესტებან კამბიასოსა და დიეგო მილიტოს. დიახ, ნამდვილად გადავდივარ ამ კლუბში.
სერია ა-ს, ტელევიზორში ნანახი მატჩებიდან ვიცნობ. მოხარული ვარ, რომ საკუთარი თავის გამოცდა ახალ ჩემპიონატშიც შემეძლება. პერმიერლიგისა და პრიმერა დივიზიონის შემდეგ იტალიაში წამოსვლა უკან გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არაა.
პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ინტერის პრეზიდენტს მასიმო მორატას, რომლის მეშვეობითაც აღმოვჩნდი აქ. დამიჯერეთ, დიდი გუნდები დღეს 32 წლის ფორვარდებს იშვიათად ყიდულობენ”-განაცხადა ფორლანმა.
|