დიეგო ფორლანმა დაადასტურა, რომ ინტერისგან შეთავაზება აქვს. როგორც ჩანს, მილანური კლუბი შეეგუა იმ აზრს, რომ სამუელ ეტო’ო კლუბს ტოვებს და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს. თავის მხრივ, მადრიდის ატლეტიკოს სერხიო აგუეროსა და დიეგო ფორლანის კოლუმბიელი რადამელ ფალკაოთი შეცვლა სურს. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა უკვე გადაიბირეს "დეპორტივოს” ყოფილი თავდამსხმელი ადრიან ლოპესი.
დიახ, ინტერის ხელმძღვანელობამ თავიანთ კლუბში გადასვლა შემომთავაზა. მილანში თამაში ჩემი ოცნებაა. არასდროს მქონია კონტაქტი გალათასარაისთან, "ბეშიქთაშთან” და ფენერბაჰჩესთან, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გალათასარაი ბრწყინვალე გუნდია, - AS-თან საუბარში განაცხადა ურუგვაელმა.
დიეგო ფორლანმა ატლეტიკოს შემადგენლობაში 134 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 74 გოლია.
|