პეტერბურგის ზენიტი ურუგვაელი თავდამსხმელის დიეგო ფორლანის შეძენით დაინტერესდა, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
ატლეტიკოს ფეხბურთელის შეძენას მილანის ინტერი გეგმავს, რომელიც ურუგვაელს მახაჭყალის ანჟიში მიმავალი სამუელ ეტოოს შემცვლელად განიხილავს.
32 წლის ფორლანის აგენტმა ინტერთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე ჩაატარა. ინტერში გადასვლის ვარიანტს ფორლანმა ოცნება უწოდა.
ურუგვაელმა ასევე განცხადა, რომ მის მიმართ ინტერესს სტამბულის გალათასარაი იჩენს და ხაზი გაუსვა, რომ ოდესმე თურქეთში თამაში სურს.
|