მილანის "ინტერის” მცველი ანდრეა რანოკია ევროპის ლიგის მესამე საკვალიფილაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკთან” მატჩს გამოტოვებს.
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა სასამართლო შეტყობინება მიიღო, რადგან გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. საუბარი "სალერნიტანა”- "ბარის” შეხვედრას ეხება, რომელიც 2009 წელს ჩატარდა. რანოკიამ მაშინ "ბარის” ღირსებას იცავდა. მომხდარიდან გამომდინარე, "ინტერმა” 24 წლის უკანახაზელი "ჰაიდუკთან” მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.
|