36 წლის ალვარო რეკობამ თავისი გოლით შარშან, ურუგვაის ჩემპიონატის აპერტურას ბოლო ტურში მონტევიდეოს "ნასიონალს” სეზონის პირველი ნახევრის ჩემპიონობა მოაპოვებინა. ამჯერადაც, "სპორტინგ დეფენსორთან” საჩემპიონო ფინალში "ნასიონალმა” 1:0 იმარჯვა და ეს ერთადერთი ბურთი რეკობამ 42-ე წუთზე გაიტანა - მეკარეს ელეგანტურად გადაუგდო თავზე. "ნასიონალი” 34-ედ გახდა ურუგვაის ჩემპიონი.
შეხსენებისთვის, "ელ ჩინო” (რეკობას მეტსახელი) მილანის "ინტერში” ბრწყინვალედ თამაშობდა, ურუგვაის "ნასიონალში” კი წელიწადნახევრის წინ დაბრუნდა. რეკობას ურუგვაის ნაკრებში 69 მატჩი ჩაუტარებია და 11 გოლი გაუტანია.