ჯერ კიდევ მილანის "ინტერის" საკუთრებაში მყოფი ჟულიო სეზარის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის შეძენით დაინტერესებულნი "რომა" და "ტოტენჰემი" არიან. "ამჟამად, სეზარის შეძენით "რომა" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი. მათ თანაბარი შანსები აქვთ, მაგრამ ტრანსფერის განსახორციელებლად საჭიროა შეთავაზება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩემი კლიენტისთვის, ასევე "ინტერისთვის".
თუ სეზარისთვის ახალ სამუშაო ადგილს ვერ მოვძებნით, იგი მილანში დარჩება. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, "ინტერთან" კონტრაქტის გაწყვეტაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს" - ციტირებს ბრაზილიელი კიპერის აგენტის სიტყვებს Tuttosport-ი.
|