ჯერ კიდევ "ვილიარეალის" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, ჯუზეპე როსის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი სამშობლოში სიამოვნებით დაბრუნდებოდა. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ცუდად ჩატარების შემდეგ, "ვილიარეალი" ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან გავარდა და რა გასაკვირია, რომ როსიმ გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა. "ჩვენი გეგმები შეიცვალა, რაშიც წვლილი "ვილიარეალის" პრიმერადან გავარდნასაც მიუძღვის. რომ არა სერიოზული ტრავმა, სავარაუდოდ, როსი უკვე იტალიაში ითამაშებდა. ჩემი კლიენტი სიამოვნებით გადავა "მილანში", "ინტერში" ან "იუვენტუსში". ეს კლუბები თავდამსხმელს ეძებენ და ჯუზეპე მათთვის კარგი ვარიანტი იქნება" - ციტირებს როსის აგენტის, ფედერიკო პასტორელოს სიტყვებს Sky Italia.
|