გასულ სეზონში განცდილი წარუმატებლობის მიზეზებსა და სხვა საინტერესო თემებზე "ინტერის" არგენტინელი მცველი ვალტერ სამუელი "GAZZETTA DELLO SPORT" _ის ჟურნალისტს გაესაუბრა.
- ვალტერ, რამ გამოიწვია გასულ სეზონში ნაწვევი ფიასკო? - ერთი სეზონის განმავლობაში სამი მწვრთნელის გამოცვლამ ნერიაძურიზე როგორც მოსალოდნელი იყო ძალზედ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ვითარების გამოსწორება ვერ შევძელით.
- რატომ არ გამოუვიდა გასპერინის დასახული მიზნის მიღწევა? - პირადად მე მასთან არანაირიპრობლემა არ მქონიადა სხვა ფეხბურთელებიც გასპერინის დავალებებს გულდასმით ასრულებდნენ,მაგრამ მგონი უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ თავდაჯერებულობა გვაკლდა. შეიძლება შეცდომა მასიმო მორატიმაც დაუშვა, მაგრამ გასპერინი მთვარარი მწვრთნელის თანამდებობაზე კიდევ ცოტა ხნით რომ დაეტოვა, შესაძლოა "ინტერი" სავალალო შედეგამდე მისულიყო.
-მერე იყო კლაუდიო რანიერი... - თავიდან მისი ხელმძღვანელობით შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ საშინელი კრიზისი დაგვეწყო, რასაც თან "მარსელთან" განცდილი მარცხი და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნა დაერთო.დონ კლაუდიო იხტიბარს არ იტეხდა და სჯეროდა, რომ "ინტერის" რთული მდგომარეობიდან გამოყვანა შეეძლო,თუმცა საქმეში აქაც მორატი ჩაერია და იგი თანამდებობიდან გაანთავისუფლა.
- რა გააკეთა ასეთი ახალგაზრდა და სამწვრთნელო საქმეში გამოუცდელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ, რომ გუნდი ერთიანად გარდაიქმნა... - უბრალოდ საკუთარი ძალების რწმენა დაგვიბრუნა, თორემ განსაკუთრებული ტაქტიკური სქემა გუნდში არ დაუმკვიდრებია. სტრამა მისწინაბორბედებთან შედარებით, საქმეს სერიოზულად მიუდგა და სათანადო შედეგიც მოიმკო, რომლის წყალობითაც მორატისგან კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსახურა.
- ეტყობა, რომ იგი თავდასხმასთან შედარებით დაცვას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გამართულ 9 შეხვედრაში ნერიაძურიმ 18 გოლი გაუშვა... - ეს ყველაფერი უიღბლობის ბრალიიყო. რიგ ეპიზოდებში შეგვეძლო გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ უპატიებელი შეცდომები დავუშვით, რის გამოც ჩვენ ერთგულ ტიფოზებს უდიდეს ბოდიშს ვუხდი.
-იტალიის ჩემპიონატში 55 გოლის გაშვება "ინტერის" დარი გრანდისთვის მაინც ნამეტანია... - გასაგებია, მაგრამ ამ ზაფხულს სტრამას ხელმძღვანელობით სრულფასოვან წინასასეზონო მზადებას გავივლით და მერე უკვე ყველაფერი აჟურში იქნება. ამის გამო ანდრეას გაკრიტიკება ნამდვილად ზედმეტია. პირიქით, იგი ქებას იმსახურებს, რადგან დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო და კრიზისში მყოფი "ინტერი" ფეხზე დააყენა.
- ლუსიო და კივუ წასვლას აპირებენ, ჟულიოსეზარისა და მაიკონის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია . თვენ რას აპირებთ? - დარჩენას და "ინტერის" დახმარებას. გასულ სეზონში, სხვა ვეტერანი ფეხბურთელების მსგავსად , მეც გამაკრიტიკეს, მაგრამ წყენა გულში ჩამიდია და გაისად ძველებური მონდომებითა და ყურადღებით ვაპირებ ასპარეზობას.
- თქვენს გამო კივუმ ცენტრალური მცველიდან მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა... - ეს ჩემი პრობლემა არაა. ასეთი გადაწყვეტილება მთავარმა მწვრთნელმა მიიღო და მას როგორც კივუ, ასევე მე დავემორჩილეთ.
- როდრიგო პალასიო "ინტერს" რამდენად გააძლიერებს? - ძალიან სასარგებლო შენაძენია და მორატის ამის შესახებ პირადად გავუგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინება. პრეზიდენტთან ასეთი სახის ურთიერთობა ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებიტ არ მეთაკილება.პალასიო "ბოკაში" ასპარეზობისას უფრო დაცვითი ტიპის ფეხბურთელი იყო, "ჯენოაში" გადაბარგების შემდეგ კი გოლეადორის თვისებებიც გამოავლინა და იტალიის პირველობის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად იქცა.
- გასულ სეზონში "მილანმა" 22, "იუვენტუსმა" კი 26 ქულით გაგისწროთ. არ გრცხვენიათ? - მათ სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს, ჩვენ კი მხოლოდ საშუალო მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდით. ასეთი რაღაც მომდენო სეზონში შეიძლება როსონერის და ბიანკონერისაც დაემართოს.
- ახალ სეზონს 2 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩით იწყებთ... - ეს ჩვენ წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან რაც უფრო ადრე შევალთფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმაში, "ინტერი"იტალიის ჩემპიონატს მით უფრო კარგად დაიწყებს.
|