ესპანურ "მალაგას” არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო სარატეს შეძენა უნდა და მზადაა მის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. 25 წლის ფეხბურთელი რომის "ლაციოს” საკუთრებაა და გასული სეზონი მილანის "ინტერში” განათხოვრების წესით გაატარა (22 მატჩი, 2 გოლი). თავდამსხმელის მომავალზე მისი აგენტი ხოსე ალბერტი ღაი შპორტ-ს ესაუბრა. "ზუსტად ვიცი, რომ "მალაგა” მზადაა სარატეს სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. ჩემი კლიენტი ესპანეთში თამაშის წინააღმდეგი არაა, მით უმეტეს, რომ "მალაგა” ძალზე ამბიციური კლუბია. "ლაციოში” მაური ნამდვილად არ დარჩება” - აღნიშნა სარატეს წარმომადგენელმა.
|