ძალიან დიდი შანსია იმისა,რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მატიასი სან სიროზე გადაბარგდეს.
პალერმოს პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ორი მილანური გრანდი ცენტრალური მცველის მატიას სილვესტრეს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
"მატიას სილვესტრე - ერთადერთი ფეხბურთელია,რომელიც ზაფხულში ჩვენს კლუბს დატოვებს.ჩვენ ვაპირებთ,რომ მას შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალი კლუბის არჩევაში",-განაცხადა ძამპარინიმ.
"ინტერი მატიასისთვის ბრძოლაში დაწინაურდა,მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ სილვესტრე მილანსაც სურს".
შეგახსენებთ,რომ ცენტრალურ მცველს როზანეროსთან კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულში ეწურება
|