როგორც გამოსცემს ფრანგული გამოცემა L'Equipe, შესაძლოა "მანჩესტერ სიტიმ" სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, სამირ ნასრი გაყიდოს.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კლუბის მწვრთნელ რობერტო მანჩინის გეგმებში ფრანგი ნახევარმცველი არ შედის. დიდი ალბათობით "ცისფრები" ფრანგს, ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ გაყიდიან.
"არსენალის" ძველი მოთამაშის შეძენის მთავარი კანდიდატი მილანის "ინტერია", მაგრამ ოფიციალური შეთავაზებით იტალიურ კლუბს ჯერ არ მიუმართავს "სიტისთვის".
ცნობისთვის, გეტყვით, რომ ნასრიმ სულ "სიტის" მაისური 45-ჯერ მოირგო და არც თუ ისე ბევრი, 6 გოლი გაიტანა.
|