იმ დროს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი ჯიუტად განაგრძობს უესლი სნეიდერით დაინტერესების უარყოფას, "მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი ლეგენდა, ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს, ამ შემთხვევაში სნეიდერს პოლ სკოულზი აქებს, რომლის შემცვლელადაც მოიაზრება მილანის "ინტერის” ფეხბურთელი.
"სნეიდერი შესანიშნავი ფეხბურთელია. გასულ სეზონში ის ლიდერობდა არა მხოლოდ "ინტერს”, არამედ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებსაც. ჩემი აზრით, "რეალში” ის გაცილებით ცუდად გამოიყურებოდა. დღესდღეობით, სნეიდერის შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული და ისინი მზად არიან, ფეხბურთელს თავიანთი პირობები შესთავაზონ მაშინვე, როგორც კი იგი "ინტერიდან” წასვლას გადაწყვეტს” – აცხადებს პოლ სკოულზი Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
|