კვირა, 22.12.2024, 22:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ივნისი » 7 » სკუადრა აძურას ბოლო ვარჯიში პოლონეთში გამგზავრებამდე
21:54
სკუადრა აძურას ბოლო ვარჯიში პოლონეთში გამგზავრებამდე

პოლონეთში გამგზავრებამდე იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ბოლო ვარჯიში გამართა.სრული დატვირთვით გუნდთან ერთად არ უვარჯიშია მარიო ბალოტელის, რომელიც გუშინ მუხლის მცირე ტრავმამ შეაწუხა და წინასწარი ინფორმაციით, თავის დაზღვევის მიზნით, "სიტის” ფორვარდის დატვირთვა ჩეზარე პრანდელიმ არ ისურვა.აღსანიშნავია, რომ ანდრეა ბარძალის არ ყოფნაში სკუადრა აძურამ 3-5-2 ტაქტიკა შეინარჩუნა, თუმცა დაცვაში ლეონარდო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად "რომას” ერთ-ერთი ლიდერი, დანიელე დე როსი მოქმედებდა.მარჯვენა ფლანგზე ძირითადისთვის იგნაციო აბატე და კრისტიან მაჯიო იბრძვიან, მარცხნივ კი ფედერიკო ბალძარეტი და ემანუელე ჯიაკერინი ეცილებიან ერთმანეთს.რაც შეეხება წინახაზს, დღევანდელ ვარჯიშზე პრანდელიმ ორი წყვილი გამოკვეთა : ანტონიო კასანო და სებასტიან ჯოვინკო; ანტონიო დი ნატალე და ფაბიო ბორინი, ეს კი, რა თქმა უნდა მარიო ბალოტელის არ ყოფნაში.
ნანახია: 582 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 interelia  
1
მიდით თქვე მკვდრებო... პირველად გბალეშიკობთ

2 inter  
0
flagitaly flagitaly ar mevaseba ra italiis nakrebi

3 interelia  
0
xval chamomiva italiis originali maisuri da im pontshi tu vubaleshikeb am sacodavebs :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter