მორატიმ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ორი ფეხბურთელით გააძლიერა "ინტერი". პირველი,ეს იყო "მილანიდან" ანტონიო კასანოს დამატება და მეორე "ნაპოლიდან" ვალტერ გარგანო.
წუხელ, "ინტერის" და "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში...
"ინტერი" გარგანოს იჯარის სესხით დაიმატებს ამ სეზონში და გადაიხდის 1,25 მილიონ ევროს, საუბარია 4 წლიან კონტრაქტზე გამოსყიდვას და თუ მოინდომებს "ინტერი" მაშინ 5,25 მილიონის დამატება მოუწევს.
გარგანო დღეს ჩავა მილანში და "ინტერის" სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
|