Sky Sports-ის ცნობით, "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იტალიის სუპერთასზე "მილანთან" მატჩი ნერაძურიში ჰოლანდიელისთვის უკანასკნელი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია და გარიგება 36 მილიონ ევროს შეადგენს. გაზეთის თანახმად, თავად ფეხბურთელი, რომლის მომავალსაც დიდი ხნის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებდნენ, კონტრაქტით წლიურ 6 მლნ ევროს მიიღებს.
|