დანიის ნაკრებთან მატჩი ჰოლანდიელებისთვის ძალზე უიღბლო გამოდგა – გარდა იმისა, რომ ბერტ ვან მარვეიკის გუნდმა 0:1 წააგო, ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ტრავმა მიიღო. De Telegraaf-ის ცნობით, მილანის "ინტერის” შუახაზელს მუხლი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით, ტრავმის სიმძიმე დადგენილი არაა, თუმცა, დიდი შანსია, სნეიდერმა გერმანიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ ითამაშოს. ნახევარმცველს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირება 13 ივნისს გაიმართება.