ჰოლანდიის გამთამაშებელს უესლი სნეიდერს სჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე უფრო რთულია თამაში ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე. ნარინჯისფრები პირველ მატჩს სულ ცოტა ხანში გამართავენ დანიის წინააღმდეგ, სნეიდერი კი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას მოელის.
28 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება და საკუთარ ქვეყანას სარგებელს მოუტანს. ის ხვდება იმასაც, რომ უკრაინა-პოლონეთში რამდენიმე ურთულესი კვირა ელის.
''ევროპის ჩემპიონატი უფრო რთულია ვიდრე მსოფლიო თასი. შენ არ ხვდები სხვა კონტინენტის გუნდებს, რომლებთანაც იცი, რომ სამი ქულა გარანტირებული გაქვს. აქ ძლიერი გუნდები არიან. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ არაფერი მაწუხებს და თამაშისთვის 100%- ზე მეტით ვარ მზად.
|