"ინტერის" ნახევარმცველი უესლი სნეიდერი იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ შეიძინონ მისი თანამემამულე 27 წლის ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი, რომელსაც "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი 1 წლის შემდეგ ეწურება.
"ინტერმა" დე იონგი უნდა გაიფორმოს. მე კარგად ვიცნობ მას. ნაიჯელი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს. მე მას უკვე 7 წელია რაც ვიცნობ, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. ის შეშლილი ფეხბურთელია, რა თქნა უნდა კარგი გაგებით. თუ მატჩი საღამოს 8-ის ნახევარზე იწყება, ნაიჯელი დილის 8 საათზე იღვიძებს და მთელი დღე ფიქრობს თუ როგორ გაიმარჯვოს. ის მოედანზე გულით თამაშობს. მოხარული ვიქნები, თუ ის "ინტერში" გადმოვა",- ჰოლანდიელის სიტყვების ციტირებას იტალიური პრესა ახდენდა.