იტალიური ინტერის ნახევარმცველი ვესლი სნეიდერის შესახებ ჭორები არ წყდება. ამ ტრანსფერით თავიდან მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებოდა, თუმცა გარიგება ჩაიშალა. მიზეზი კი, სნეიდერის მოთხოვნაა ხელფასთან დაკავშირებით. იგი კვირაში 250 000 ფუნტს ითხოვდა, ამის გამო კი ტრანსფერი ჩაიშალა. შემდეგ სნეიდერით დაინტერესდა ლონდონის "ჩელსი", თუმცა ინტერის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სნეიდერი რჩებოდა კლუბში. მაგრამ როგორც ჩანს კიდევ ერთი ლონდონური კლუბი იბრძოლებს ჰოლანდიელი ნახევარმცველის შესაძენად და ეს გუნდი ლონდონის არსენალია.
მანჩესტერ იუნაიტედთან წაგების შემდეგ(8-2) ლონდონის არსენალმა გადაწყვიტა გაძლიერება, ხოლო მათი აზრით კლუბს სნეიდერი დაეხმარება გაძლიერებაში.
ორი ლონდონური კლუბი ჩელსი და არსენალი აქტიურად იბრძვიან ჰოლანდიელის გადმოსაბირებლად.
თავად ფეხბურთელი კი აცხადებს: ამ ეტაპზე ინტერში თავს კარგად ვგრძნობ და არ ვაპირებ კლუბის დატოვებას, თუმცა ეს ფეხბურთია და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
|