მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასასვლელად ხელფასის შემცირებაზეც მიდის.
ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ "იუნაიტედი" ჰოლანდიელის გადაბირებასთან ახლოს იყო და იტალიურ კლუბთან ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებულიც გახლდათ. თუმცა სნეიდერის მოთხოვნა ძალიან დიდი აღმოჩნდა და ინგლისელებმა გარიგებაზე უარი თქვეს.
ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი მზადაა, თავისი მოთხოვნა შეამციროს და იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" ახალი წინადადებით დაბრუნდება.
|