"ინტერის" ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის თქმით, იტალიის სუპეთასის შეხვედრაში, სადაც "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდება, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს. ჰოლანდიელის აზრით ეს შეხვედრა მისი ფეხბურთელებისთვის გარკვეული გამოცდა იქნება. შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპეთასის შეხვედრა 6 აგვისტოს პეკინში გაიმართება. გასული სეზონის ორივე დერბში გამარჯვება "მილანმა" იზეიმა.
"მართალია წინა ორივე დერბი წავაგეთ, მაგრამ გამარჯვებებიც გვაქვს. ჩვენ ვიცით როგორ ვეთამაშოთ მეტოქეს. ბურთის მუდმივ ფლობას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს. ერთი სული მაქვს თამაში როდის იქნება", - განაცხადა სნეიდერმა.
|