მილანის "ინტერის" ჰოლანდიელი ვარსკლავი - ვესლი სნეიდერი,რომლის ტრანსფერის საკითხი მანჩესტერ იუნაიტედში ბოლო რამოდენიმე დღეა ყველაზე აქტიური საფეხბურთო მოვლენაა,მინიმუმ 5 დღე ვერ გადავა იუნაიტედში.ინტერის მთავარმა მწვრთნელმა იგი იტალიის სუპერთასზე,თანაქალაქელების წინააღმდეგ უნდა ათამაშოს.გასპერინიმ ჩინურ მედიასთან განაცხადა:
"სნეიდერთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არაა,იგი ვარჯიშობს და თამაშობს ჩვენთან.იგი შაბათს იტალიის სუპერთასზე იქნება.ეს მატჩი რეკლამირებას გაუწევს როგორც იტალიურ,ასევე ჩინურ ფეხბურთს (იტალიის სუპერთასი ჩინეთში ტარდება).ფეხბურთი ხან ნესტში უნდა ითამაშო,ხან სიცხეში,ხან სიცივეში და ხანაც წვიმაში.ჩვენ აქ ადრე იმიტომ ჩამოვედით,რომ სიცხეს და ტენიანობას შევეჩვიოთ."
|