ვესლი სნეიდერის ტრანსფერი ოლდ ტრაფორდზე ალბათ ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ერთერთი უმთავრესი მოვლენა იყო.არ ყოფილა გამოცემა,რაიმე ჭორი არ შეეთღზა ამის შესახებ და საბოლოოდ დაუსრულებელი მოთხრობა მივიღეთ.ამჯერად სნეიდერის ტრანსფერს უკვე ინგლისის ნომერ პირველი გამოცემა - SkySport ავრცელებს.მინდა შეგახსენოთ,რომ ამ გამოცემამ ასევე იწინასწარმეტყველა ეშლი იანგის,ფილ ჯონსის და დავიდ დე ჰეას ტრანსფერი მანჩესტერ იუნაიტედში და რამოდენიმე დღეში გამართლდა კიდევაც.
27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი,არცაა გასაკვირი და მანჩესტერ სიტის ერთერთი უმთავრესი სამიზნეც იყო.სნეიდერი კი არჩევანის წინაშე დადგა - გადასულიყო გუნდში რომელიც თანაქალაქელებთან სუპერთასის ფინალში აგებს,თუ იუნაიტედში,რომელიც წელს არ ტოვებს ტიტულის გარეშე.სნეიდერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ფულს ტიტულები ამჯობინა.
ვესლი სნეიდერმა თავის ინტერვიუში www.Nos.nl-სთან პასუხი გასცა კითხვას მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგების შესახებ: "დიახ,მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედს არ სურს ოფიციალური მოლაპარაკებების მალე გამართვა.მათ ქონდათ არაოფიციალური შეხვედრები,მათ მუდმივათ აქვთ კონტაქტი ერთმანეთთან.მეც ორივე მხარეს ვეკონტაქტები."
თავად იუნაიტედის თავკაცი - სერ ალექს ფერგიუსონი უარყოფს რაიმე მოლაპარაკებების არსებობას.სნეიდერს კი სურს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადავიდეს მილანის ინტერიდან.გავიხსენოთ ვესლი სნეიდერის ძველი ინტერვიუ.მან შეფარულად განაცხადა,რომ აღარ სურს ინტერში თამაში და ელოდება კლუბს,რომელიც მას კონტრაქტს შესთავაზებს:
"სიტუაცია ასეთია - ახლა მე მილანის ინტერის ფეხბურთელად ვითვლები,მაგრამ 31 აგვისტომდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.შანსი იმისა,რომ მე დავტოვო ინტერი არსებობს.გუნდს არ სურს ჩემი გაშვება,მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს ისინი ამას გააკეთებენ."
ეს ყველაფერი არ არის.ალბათ ყველას გახსოვს ვიდეო ინტერვიუ ვესლი სნეიდერისა,რომელიც ჩაიწერა ჰოლანდიაში (ვესლი სნეიდერს მონაწილეობა უნდა მიეღო ინგლისისა და ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩში,რომელიც ჩაიშალა),ჟურნალისტმა დასვა კითხვა მანჩესტერ იუნაიტედის შესახებ,ვესლიმ კი მხოლოდ ერთი რამ თქვა - "არ ვიცი",გაიცინა და სასწრაფოდ მოშორდა კამერებს.
|