ლონდონის "ჩელსის” თავდამსხმელის – დენიელ სტარიჯის შეძენა "ლივერპულსა” და მილანის "ინტერს” სურთ. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იუწყება.
საგულისხმოა, რომ ინგლისელის გადაბირებით ძალზე სერიოზულადაა დაინტერესებული "ლივერპული”. ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით, ფორვარდის თამაშით მერსისაიდელთა თავკაცი ბრენდან როჯერსია მოხიბლული.
თავის მხრივ, სტარიჯის დამატება "ინტერსაც” სურს, თუმცა რაიმე სახის კონკრეტულ წინადადებაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ თავად სტარიჯი კლუბის მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შეცვლას არ გამორიცხავს.