არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო შეიძლება ყველაფერი მაგას დაბრალდეს მაგრამ მან უკვე დაიმსახურა პატივისცემა და მაგაზე აუგს ვერავინ ვერ იტყვის, საუბარია "ინტერის" სპორტულ დირექტორ მარკო ბრანკაზე.
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამჩიონი მადლიერია და აი რას ამბობს: "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარკო ბრანკას და პიერო აუსილიოს. ამ ორმა ადამიანმა დიდი სამუშაოები გაწიეს გუნდს და თავ აუღებლად მუშაობდნენ გუნდის გასაძლიერებლად. ბრანკა ორი დღე იმყოფებოდა პორტუგალიაში და არავინ იცოდა ამის შესახებ, ახლა კი ის გამარჯვებული ბრუნდება, მას ალვარო პერეირაც მოყავს და აუსრულა სურვილი პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს".
|