ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავდამსხმელი ლუკ კასტაინოსი კარიერას სამშობლოში, კონკრეტულად კი "ტვენტეში" განაგრძობს. კასტაინოსმა "ტვენტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ, მილანის "ინტერი" ექვს მილიონ ევროს მიიღებს.
ლუკ კასტაინოსი "ინტერში" 2011 წელს, "ფეიენოორდიდან" გადავიდა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში ჩატარებულ ექვს მატჩში მან 1 გოლი გაიტანა.
|