Trofeo Tim - ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სამი იტალიური გრანდი, ტურინის "იუვენტუსი”, მილანის "ინტერი” და მილანის "მილანი” მონაწილეობს.სამივე გუნდი ერთმანეთთან 45 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, ფრის დასრულების შემთხვევაში პენალტების სერია ინიშნება.ძირითად დროში გამარჯვების შემდეგ გუნდს 3 ქულა ეწერება, თერთმეტმეტრიანებში მოგებას კი 2 ქულა მოაქვს.დამარცხებულიც შესაბამისად 0 ან 1 ქულას იღებს.ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, თასის მფლობელად ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებული გუნდი სახელდება.
ტურნირი 2001 წლიდან იღებს სათავეს და 2011 წლის 18 აგვისტოს Trofeo Tim რიგით მეათედ ჩატარდება. ტურნირის პირველი გამარჯვებული როსონერია, ბოლო ნერიაძური. ბიანკონერებმა ორივე მატჩის მოგება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს და თასს 2009 წელს, ჩირო ფერარას მწვრთნელობისას დაეუფლნენ. ყველაზე მეტჯერ "სამთა თასის” გამარჯვებულად "ინტერი” დასახელებულა, შავ-ლურჯებმა Trofeo Tim – ის მოგება 6 – ჯერ მოახერხეს, შავ-წითლებმა 3 – ჯერ, ბებერმა ქალბატონმა კი მხოლოდ ერთხელ.ეს ტურნირი როგორც წესი, იტალიის სხვადასხვა ქალაქებში იმართება. 3-3 -ჯერ Trofeo Tim – ისთვის უმასპინძლიათ ტრესტინაში მდებარე "სტადიო ნერეო როკოსა” და მილანში მდებარე "სან სიროს”.2010 წელს ტურნირს ბარის "სან ნიკოლამ” უმასპინძლა, სწორედ აქ იგეგმება ამ მატჩების ჩატარება 2011 წელსაც.
|